ადგილმდებარეობა

უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის, ბუნებრივი სილამაზისა და მდიდარი ისტორიის გამო, საქართველო სამოგზაუროდ საკმაოდ მიმზიდველი ქვეყანაა.  მისი ბუნება მდიდარი და მრავალფეროვანია. ჩრდილოეთის მხრიდან მას კავკასიონის დიდი ქედი აკრავს, დასავლეთიდან კი, შავი ზღვა.

წინანდალი კახეთში, თელავის რაიონში მდებარე ლამაზი სოფელია, რომლის დიდი ნაწილიც, საუკუნეების განმავლობაში, ჭავჭავაძეების საკუთრება იყო. გარსევან ჭავჭავაძისა და მისი შვილის, ალექსანდრეს, სახელები, სწორედ ამ მომხიბვლელ ადგილს უკავშირდება. მამის მიერ შეძენილი სასახლე, მეცხრამეტე საუკუნეში ალექსანდრეს მემკვიდრეობით ერგო. მაშინ იქ კულტურული ღონისძიებები იმართებოდა. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ სასახლე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, ტრადიცია შენარჩუნდა და ის მრავალი  ფესტივალისა თუ კულტურული ღონისძიების მასპინძელია. იგი ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მასპინძლობს.

463A2231