„პარკ ჰოტელი“-ს რესტორანი სწორედ ის ადგილია, სადაც კულინარიის მოყვარულები დიდი დროის გატარებას მოისურვებენ. საჭმლის დაგემოვნებასთან ერთად, უნიკალური პეიზაჟითაც შეიძლება ტკბობა. რესტორნის წარმატება ქართველი შეფ – პოვარის დამსახურებაა. ის ტრადიციულ ქართულ კერძებს ახალ, განსხვავებულ გემოებს უზავებს. საქართველოში უამრავი ნატურალური პროდუქტია, რომელსაც ჩვენი კულინარიული გუნდი ყოველდღიურად ადგილობრივი მეურნეობისგან იძენს. რესტორნის შესასვლელთან ღაია ვერანდაა, სადაც საღამოობით ადგილობრივი ღვინო და სხვადასხვა კოქტეილები შეგიძლიათ დააგემოვნოთ.