სივრცე

სასტუმროში ცხრა ოთახის დიზაინი შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისათვის საგულდაგულოდ შეიქმნა. მათთვის, ვინც მუდმივად სიახლის ძიებაშია. წინანდლის მუსიკალური ფესტივალის პერიოდში, ოთახები მოწვეული მუსიკოსების მოთხოვნებზე იქნება მორგებული  და შესაბამისი ინსტრუმენტებით აღიჭურვება. წელიწადის დანარჩენ  დროს კი, სასემინარო და საკოფერენციო დარბაზებად გადაკეთდება.

წინანდლის ფესტივალი არის ქართული არაკომერციული ფონდი, რომლის ძირითადი მიზანი კავკასიის რეგიონში მუსიკის პოპულარიზაციაა.  ფესტივალი გამოჩენილ შემსრულებლებს, დირიჟორებს, კომპოზიტორებსა და მუსიკოსებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიზიდავს. ასევე, მისი მიზანია, ახალგაზრდა მუსიკოსებს, კავკასიიდან და მეზობელი ქვეყნებიდან,  იშვიათი შესაძლებლობა მიეცეთ, ეზიარონ მუსიკის სამყაროს და კლასიკური მუსიკის კაშკაშა ვარსკვლავების მიერ ჩატარებული პროფესიული სემინარებისა და მასტერკლასების მეშვეობით,  მუსიკალური განათლება გაიღრმავონ.