Park Hotel
Park Hotel წინანდლის ისტორიულ მამულში 2019 წელს გაიხსნა. თანამედროვე ახალგაზრდობის გემოვნებასა და მოთხოვნებზე მორგებული სასტუმრო
წინანდლის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის მთავარი მასპინძელია. შესაბამისად, Park Hotel-ის მთავარი კონცეფცია მუსიკა, ქუჩის ხელოვნება, კაშკაშა ფერები და მინიმალისტური, საინტერესო დიზაინია.
Park Hotel-ის ინტერიერის დიზაინი ქართველ დიზაინერს, თამარ ვალიშვილს ეკუთვნის, ხოლო კედლების სივრცით-გეომეტრიული მოხატულობა
ემოციური ქუჩის ხელოვნებისა და მუსიკალურ-მხატვრული კომპოზიციების გამოყენებით მხატვრებმა ქეთი დავლიანიძემ და გიორგი ქაცარავამ შექმნეს.
საქართველოსა და კახეთის შესახებ
კახეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მხარე და ქვეყნის განთქმული მეღვინეობის გულია. აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე კახეთი სტუმრებს მზით გაჯერებული ველებით, საუკუნოვანი მონასტრებითა და ადგილობრივების გულითადი სტუმართმოყვარეობით ხიბლავს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ უძველესი წესით, თიხის ქვევრში დაყენებული ღვინო, გაისეირნოთ ვენახებში თოვლიანი კავკასიონის ხედით და ისიამოვნოთ ტრადიციული სუფრით — გულწრფელი სადღეგრძელოებითა და გულში ჩამწვდომი სიმღერებით.
ოთახები და ლუქსები
სასტუმროს მესამე სართულზე განთავსებულია 72 კომფორტული, ინდუსტრიული სტილის ინტერიერის ოთახი, რომელთა დიზაინი სპეციალურად შეიქმნა შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის, მათ შორის წინანდლის მუსიკალურ ფესტივალზე მოწვეული მუსიკოსებისთვის. ფესტივალის დროს ოთახები აღჭურვილია მუსიკოსებისთვის შესაბამისი ინსტრუმენტებით, რომლებიც სხვა დროს სემინარ/კონფერენციის დარბაზებშია განთავსებული.
რესტორნები და ბარები
კიდევ ერთი სივრცე, სადაც გურმანები დროს სიამოვნებით გაატარებენ, Park Hotel-ის რესტორანია — აქ სტუმრები მომხიბვლელი ბუნებისა და კავკასიონის ქედის ხედებით ტკბებიან და კულინარიულ შედევრებს აგემოვნებენ.
შეხვედრები და ღონისძიებები
დაგეგმეთ შთამაგონებელი შეხვედრები და ღონისძიებები Park Hotel-ის გამორჩეულ სივრცეებში.
არქიტექტურა და ისტორია
Park Hotel-ის ინტერიერის დიზაინი ქართველ დიზაინერს, თამარ ვალიშვილს ეკუთვნის, ხოლო კედლების სივრცით-გეომეტრიული მოხატულობა
ემოციური ქუჩის ხელოვნებისა და მუსიკალურ-მხატვრული კომპოზიციების გამოყენებით მხატვრებმა ქეთი დავლიანიძემ და გიორგი ქაცარავამ შექმნეს.
Silk Rewards — ჯილდო განსაკუთრებული შთაბეჭდილებებისთვის
Silk Rewards სასტუმრო-რესტორნების სფეროში პირველი ქართული ლოიალობის აპლიკაციაა, რომელიც სტუმრების დაფასებისა და მათთან ურთიერთობის ახალ გზას გვთავაზობს. აპლიკაცია გაჯილდოებთ ჩვენს რესტორნებსა და სასტუმროებში ყოველი ვიზიტისთვის. დააგროვეთ ქულები ყოველ გადახდაზე და გამოიყენეთ ისინი Silk Hospitality-ს ნებისმიერ ობიექტში.













