კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
წინანდლის გულში მდებარე Park Hotel გიწვევთ, თანამედროვე კომფორტისა და თავისუფალი ელეგანტურობის გარემოში იგრძნოთ კახეთის ხიბლი. ვენახებითა და ისტორიით გარშემორტყმული სასტუმრო საქართველოს ლეგენდარული ღვინის მხარის აღმოსაჩენად იდეალური საწყისი წერტილია.
ოთახები და ლუქსები
სასტუმროს მესამე სართულზე განთავსებულია 72 კომფორტული, ინდუსტრიული სტილის ინტერიერის ოთახი, რომელთა დიზაინი სპეციალურად შეიქმნა შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის, მათ შორის წინანდლის მუსიკალურ ფესტივალზე მოწვეული მუსიკოსებისთვის. ფესტივალის დროს ოთახები აღჭურვილია მუსიკოსებისთვის შესაბამისი ინსტრუმენტებით, რომლებიც სხვა დროს სემინარ/კონფერენციის დარბაზებშია განთავსებული.
რესტორნები და ბარები
ღვინო, ბუნება, კულტურა და სამზარეულო — ყველაფერი Tsinandali Estate-ში.
*გთხოვთ, გაითვალისწინოთ: Pino-ს გარდა ყველა რესტორანი Tsinandali Estate-ის სასტუმროშია, Park Hotel-იდან 10 წუთის სავალზე.
შეხვედრები და ღონისძიებები
დაგეგმეთ შთამაგონებელი შეხვედრები და ღონისძიებები Park Hotel-ის გამორჩეულ სივრცეებში.
ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები
აღმოაჩინეთ კახეთის საოცრებები
Silk Rewards — ჯილდო განსაკუთრებული შთაბეჭდილებებისთვის
Silk Rewards სასტუმრო-რესტორნების სფეროში პირველი ქართული ლოიალობის აპლიკაციაა, რომელიც სტუმრების დაფასებისა და მათთან ურთიერთობის ახალ გზას გვთავაზობს. აპლიკაცია გაჯილდოებთ ჩვენს რესტორნებსა და სასტუმროებში ყოველი ვიზიტისთვის. დააგროვეთ ქულები ყოველ გადახდაზე და გამოიყენეთ ისინი Silk Hospitality-ს ნებისმიერ ობიექტში.
მდებარეობა
Park Hotel
Tsinandali Estate, თელავის მუნიციპალიტეტი, კახეთი, საქართველო































