მთავარ შინაარსზე გადასვლა

ვებსაიტის გამოყენების წესები და პირობები

  1. შეზღუდვები
  2. თქვენი კონფიდენციალურობა
  3. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ვებგვერდი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ვებგვერდი, ლოგ-ფაილების სტანდარტულ პროცედურას იყენებს. ლოგ-ფაილები და ქუქი-ფაილები გამოიყენება მომხმარებლების ქცევის შესახებ ინფორმაციის შესანახად და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ის ქმნის და აგროვებს ინფორმაციას, რომელიც ეხება:

IP მისამართი;

მოწყობილობის ტიპი;
ბრაუზერი;
მომხმარებლის ვებგვერდზე ვიზიტის თარიღი, დრო და ხანგრძლივობა;
რომელი პლატფორმიდან გადმოვიდა მომხმარებელი ვებგვერდზე;
ინფორმაცია ვებგვერდზე მომხმარებლის აქტივობის შესახებ — რომელი პროდუქტი ნახა მომხმარებელმა;
ეს ინფორმაცია არ გამოიყენება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირებისთვის, მონაცემები მხოლოდ ანალიტიკურ მიზნებს ემსახურება;

ასეთი მონაცემების შეგროვების ძირითადი მიზანია:

  • ტენდენციების ანალიზი;
  • ვებგვერდს აკონტროლებს www.sre.ge;
  • მომხმარებლების ყველა აქტივობის დათვალიერება დამატებითი გამოცდილებისთვის;
  • ეფექტური მარკეტინგული კამპანიების შექმნა და წარმართვა;
  • სტატისტიკის წარმოება;
  • მომხმარებლებისთვის დამატებითი რეკომენდაციებისა და რჩევების გავრცელება.
  • ვებგვერდის გამოყენების დასაწყისში მომხმარებელს აქვს ქუქი-ფაილების დაშვების შესაძლებლობა. თუ მომხმარებელი არ დააჭერს შესაბამის ღილაკს და გააგრძელებს ვებგვერდის გამოყენებას, ასეთი ქმედება ჩაითვლება კონფიდენციალურობის პოლიტიკის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირობის მიღებად.

ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით, შესაძლებელია ქუქი-ფაილების პარამეტრების შეცვლა.

მომხმარებლის უფლებები:

როგორც მომხმარებელს, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ შემდეგი ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით:

  • რომელი პერსონალური მონაცემები მუშავდება.
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი.
  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი.
  • მონაცემთა შეგროვების მეთოდები.
  • მონაცემთა შენახვის პერიოდი, ან თუ კონკრეტული პერიოდის დადგენა შეუძლებელია, პერიოდის განსაზღვრის კრიტერიუმები.
  • კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია.
  • თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ თქვენი მონაცემების გასწორება, დაბლოკვა, განახლება, შევსება, წაშლა ან განადგურება, თუ მონაცემები არასრული, არაზუსტი ან მოძველებულია, ან თუ ისინი უკანონოდ შეგროვდა და დამუშავდა. ასეთ მოთხოვნას მისი მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ვუპასუხებთ.

თქვენ ასევე გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს გამოიხმოთ თანხმობა და მოითხოვოთ მონაცემების დამუშავების შეწყვეტა და დამუშავებული მონაცემების განადგურება. გარდა ამისა, შეგიძლიათ ისარგებლოთ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა უფლებით.

მომხმარებლის ვალდებულებები:

როგორც მომხმარებელი, თქვენ ვალდებული ხართ მოგვაწოდოთ სრული და ზუსტი პერსონალური მონაცემები.

მომხმარებლის მონაცემების გაზიარება:

პერსონალურ მონაცემებს ვაზიარებთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ან იმ ორგანიზაციებთან, რომელთა მონაწილეობაც აუცილებელია მომხმარებლის მიერ არჩეული მომსახურებისა და პროდუქტების მისაწოდებლად. პარტნიორ კომპანიებს გადაეცემა მომხმარებლის შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. პარტნიორი კომპანიებისთვის გადაცემული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ მომსახურებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად, ასევე სხვა მარკეტინგული მიზნებისთვის. გარდა ამისა, უფლებამოსილი ვართ, პერსონალური ინფორმაცია გავუზიაროთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ მესამე მხარეს.

მარკეტინგი:

შესაძლოა, თქვენგან მიღებული ინფორმაცია გამოვიყენოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული კონკრეტული სერვისებისა და/ან პროდუქტის შეთავაზებების გასაცნობად. თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა გვაქვს იმ ფარგლებში, რამდენადაც თქვენ გვიზიარებთ მათ ან რამდენადაც ჩვენ ვაგროვებთ მათ თქვენთვის მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი საშუალებებით. ჩვენ ვაანალიზებთ თქვენს მონაცემებს თქვენი პრეფერენციებისა და ინტერესების გასაგებად, რაც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, რომელი პროდუქტები, სერვისები ან შეთავაზებები შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი. ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს მხოლოდ მაშინ, როდესაც გვაქვს ამის გაკეთების ლეგიტიმური ინტერესი. გარწმუნებთ, რომ ჩვენი საქმიანობა არასდროს იქნება უსამართლო, არასწორი ან თქვენი ინტერესების საწინააღმდეგო. თქვენ გაქვთ უფლება დაგვიკავშირდეთ ნებისმიერ დროს და მოითხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე შევწყვეტთ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის.

პერსონალური მონაცემების შენახვა:

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებაზე. ჩვენ ვინახავთ თქვენს შესახებ პერსონალურ მონაცემებს იმ ვადით, რაც აუცილებელია კანონმდებლობაში და ამ პოლიტიკის დოკუმენტში გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.

თანხმობის გამოხმობა:

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოიხმოთ თანხმობა, თუ ამას სხვა სამართლებრივი მოთხოვნა არ ზღუდავს. ამისთვის დაგვიკავშირდით. გაითვალისწინეთ, რომ თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში შესაძლოა ვეღარ მოგაწოდოთ ზოგიერთი პროდუქტი ან მომსახურება.

მესამე მხარეები:

ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას სხვა ვებსაიტებზე, რომლებიც ჩვენს ვებგვერდზე შესაძლოა გარე ბმულების სახით იყოს განთავსებული. ამ ვებსაიტების კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეიძლება ჩვენისგან განსხვავდებოდეს. გირჩევთ, გარე ბმულით გადასვლისას გაეცნოთ შესაბამისი ვებსაიტის წესებსა და პირობებს, ასევე მის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.