მთავარ შინაარსზე გადასვლა

      რესტორნები და ბარები

      აღმოაჩინეთ ჩვენი ფირმული კერძები და რესტორნები, სადაც ყველა გემოვნებისთვის რაღაც გამორჩეული მოიძებნება.

      ქართული, იტალიური

      Pino

      Park Hotel-ის რესტორანში სტუმრები მიმდებარე ბუნებისა და კავკასიონის ქედის ხედებით ტკბებიან და განსაკუთრებულ კულინარიულ შედევრებს აგემოვნებენ.

      ქართული

      Natella

      Natella პოპულარული ქართული რესტორანია, სადაც კახური სამზარეულოთი შთაგონებულ ავთენტურ კერძებს მიირთმევთ. კერძები სეზონური ინგრედიენტებით მზადდება, აქცენტი კი ხარისხსა და ადგილობრივ პროდუქტებზე კეთდება.

      შერეული

      Prince Alexander

      კახეთი ცნობილია მარტივი, ნოყიერი და გემრიელი კერძებით. ყოველ დილით ეწვიეთ Prince Alexander-ს უხვი საუზმე-ბუფეტისთვის და ისიამოვნეთ ჩვენი მთელი დღის მენიუთი.

      ქართული, შერეული

      Gaumarjos Wine Bar

      Gaumarjos Wine Bar-ში Tsinandali Estate-ისა და მუზეუმის სტუმრები Tsinandali Cellar-ის საუკეთესო ღვინოებს აგემოვნებენ.

      შერეული

      Library Bar

      მყუდრო ადგილი მსუბუქი წასახემსებლისთვის — Tsinandali Estate-ის ბაღის გულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის პირველ სართულზე.

      შერეული

      Pool Bar

      Pool Bar-ში მრავალფეროვანი სასმელები და კერძები გელით. კოქტეილი იქნება, ჯანსაღი სმუზი თუ გრილზე მომზადებული კერძი — ეს იდეალური ადგილია სიგრილისა და ახალი გემოებისთვის.

      შერეული

      Shadow Bar

      Tsinandali Estate-ში საბანკეტო დარბაზის სახურავზე ახალი ტერასა გაიხსნა. ამ ექსკლუზიური სივრციდან ისტორიული პარკი და სასტუმროს ეზო მოჩანს; სტუმრებს აქ ავტორულ კოქტეილებსა და მსუბუქ წასახემსებელს სთავაზობენ.

      შერეული

      Tsinandali Museum Café

      საუკეთესო ადგილი მსუბუქი წასახემსებლისთვის — Tsinandali Estate-ის ბაღის გულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის პირველ სართულზე.

      Silk Rewards — ჯილდო განსაკუთრებული შთაბეჭდილებებისთვის

      Silk Rewards სასტუმრო-რესტორნების სფეროში პირველი ქართული ლოიალობის აპლიკაციაა, რომელიც სტუმრების დაფასებისა და მათთან ურთიერთობის ახალ გზას გვთავაზობს. აპლიკაცია გაჯილდოებთ ჩვენს რესტორნებსა და სასტუმროებში ყოველი ვიზიტისთვის. დააგროვეთ ქულები ყოველ გადახდაზე და გამოიყენეთ ისინი Silk Hospitality-ს ნებისმიერ ობიექტში.