კახეთის შესახებ
კახეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხარეა. ის ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ქართული მეღვინეობის აკვნად არის ცნობილი. უძველეს ტრადიციებში ფესვგადგმული ისტორია და ვენახებითა და მთებით მოხატული ლანდშაფტი — კახეთში კულტურული მემკვიდრეობა, ბუნების სილამაზე და თბილი სტუმართმოყვარეობა უნიკალურად ერწყმის ერთმანეთს. ეს მხარე საქართველოს სოფლის სულისა და მარადიული ხიბლის ნამდვილი სიმბოლოა.
კულინარიული შთაბეჭდილებები
Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel-ის ტერიტორიაზე მდებარე ეს დახვეწილი რესტორანი ქართული სამზარეულოს ნამდვილ გემოს მსოფლიო დონის ღვინოებთან ერთად გთავაზობთ.
ღვინის ტური
ეს დაუვიწყარი ღვინის ტური რეგიონის საუკეთესო ვენახებსა და XIX საუკუნის ისტორიულ ენოთეკაში გაგატარებთ, სადაც თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ლეგენდარული ღვინის კოლექცია ინახება.
ღვინის დეგუსტაცია
დაათვალიერეთ Tsinandali Estate-ის ვენახები და ეწვიეთ XIX საუკუნის ისტორიულ მარანს, სადაც თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ლეგენდარული კოლექციის 16 500-ზე მეტი ბოთლი ინახება.
ჭავჭავაძის სასახლის მუზეუმი
შეიარეთ ჭავჭავაძის სასახლის მუზეუმში და დაათვალიერეთ მისი ელეგანტური დარბაზები, იშვიათი არტეფაქტები და მდიდარი მემკვიდრეობა. აუცილებლად სანახავი ადგილი როგორც ისტორიის, ასევე კულტურის მოყვარულთათვის.
ენოთეკა
გაეცანით თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიულ ღვინის კოლექციას და შეიცანით ქართული მეღვინეობის ფესვები იშვიათი ადგილობრივი და უცხოური ღვინოების მეშვეობით.
წინანდლის პარკი
გაისეირნეთ 18-ჰექტრიან აყვავებულ წინანდლის პარკში, სადაც 1600-ზე მეტი სახეობის ეგზოტიკური მცენარე ხარობს და საუკუნეების მანძილზე მოვლილი სილამაზე სუფევს.
ჩოგბურთი
ითამაშეთ ჩოგბურთი ჩვენს პრემიუმ კორტებზე, Tsinandali Estate-ის ულამაზესი ბუნების გარემოცვაში.
ველოსიპედები
აღმოაჩინეთ Tsinandali Estate-ის სილამაზე საკუთარი ტემპით — ჩვენი უფასო ველოსიპედებით.
სარბენი არეალი
მშვიდი სირბილი გირჩევნიათ თუ მაღალი ინტენსივობის სპრინტი, ჩვენი გამოყოფილი სარბენი არეალი უსაფრთხო და თვალწარმტაც მარშრუტს გთავაზობთ.
ბილიარდი
ითამაშეთ ბილიარდი Library Bar-ის მყუდრო გარემოში — მხიარულად, მეგობრულად და დაუვიწყრად.
სათამაშო ზონა
შემოდით ჩვენს ენერგიულ სათამაშო ზონაში, სადაც ბავშვები არკადული თამაშებით ერთობიან, უფროსები კი იქვე ისვენებენ. არ გამოტოვოთ PlayStation 5 — თამაშის საუკეთესო შეგრძნებისთვის.
ბავშვთა სათამაშო მოედანი
გაატარეთ დრო ოჯახთან ერთად ჩვენს არტ-სათამაშო მოედანზე და არ გამოტოვოთ შაბათ-კვირის ბავშვთა ბაზრობა — თამაშებით, აქტივობებითა და ტკბილი სიურპრიზებით.
წინანდლის ფესტივალი
Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel გიწვევთ საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალზე: მსოფლიო დონის კონცერტები, ქართული სამზარეულო, საუკეთესო ღვინო და კულტურა — ყველაფერი სულ რამდენიმე ნაბიჯში.
ადგილობრივი ტურები
ნება მოგვეცით, ხუთი რჩეული ტურით კახეთის საოცრებები გაგაცნოთ. უძველესი მონასტრებიდან დიდებულ ჩანჩქერებამდე და თვალწარმტაც საცხენოსნო გასეირნებებამდე — თითოეული ტური რეგიონის კულტურისა და ბუნების სიღრმისეულად შეცნობის საშუალებას გაძლევთ. ფასი ჯგუფის ზომაზეა დამოკიდებული.